თორნიკე რიჟვაძე აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრ ფიქრათ მამადოვს და საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს შეხვდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი საქართველოში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება. ფორუმი ქალაქ ბათუმში წელს პირველად იმართება. ორი ქვეყნის სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურ სახეს მიიღებს, რაც ქართულ-აზერბაიჯანულ დარგობრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო გაამყარებს.

იუსტიციის მინისტრებთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივებზე, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები