გოგიტა თოდრაძე: 2022 წლის სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 100 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 100 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, უმუშევრობის დონე კი 4 პროცენტამდე შემცირდა.

ამავე ინფორმაციით, გაიზარდა იმ ადამიანების კატეგორია, რომლებიც დასაქმებულები არიან.

“წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე, დაახლოებით, 3.9%-ით შემცირდა, 15,6% შეადგინა. 2021 წლის ბოლოსთან შედარებით, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 9%-ით, ანუ 114 000 კაცით გაიზარდა, საიდანაც, დაახლოებით 105 000 მოდის კერძო სექტორზე. ზრდა ძირითადად შეინიშნებოდა ვაჭრობის, მშენებლობის, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორებში,” – განაცხადა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები