ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ნატო უკრაინისთვის საბჭოთა ტიპის იარაღის წარმოების ინვესტირების საკითხს განიხილავს

ნატო უკრაინისთვის საბჭოთა ტიპის იარაღის წარმოების ინვესტირების საკითხს განიხილავს.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელები მიიღებენ იმას, რაც მათ სჭირდებათ და რაც შეიძლება იყოს მათთვის ყველაზე ეფექტური. ზოგიერთი მათგანი ეხება საბჭოთა დროის სისტემებს, რომლებთანაც ისინი ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ და მაგალითად, ამ სისტემებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება. ზოგიერთ შემთხვევაში, ამან შეიძლება მოითხოვოს ისეთი რამის წარმოება, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ იყო წარმოებული“, – განაცხადა ბლინკენმა.

გასულ კვირას გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალიანსის წევრები ინვესტირებას განიხილავენ ჩეხეთის, სლოვაკეთისა და ბულგარეთის ძველ ქარხნებში, სადაც საარტილერიო ჭურვები დამზადდება.

საუბარია უკრაინული არტილერიისთვის საბჭოთა კალიბრის 152 მმ და 122 მმ ჭურვების წარმოებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები