„პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის ემზადება“ – სერგეი ნარიშკინი

პოლონეთი აძლიერებს მზადებას დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების დასაკავებლად, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ვარშავა აჩქარებს მზადებას დასავლეთ უკრაინის მიწების ანექსიისთვის: ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და უკრაინის ტერნოპოლის ოლქის უმეტესი ნაწილის ტერიტორიების“, – აღნიშნა ნარიშკინმა.

როგორც მან აღნიშნა, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ დაავალა შესაბამის სამსახურებს დროულად მოემზადონ დასავლეთ უკრაინის მიმართ პრეტენზიების ოფიციალური დასაბუთებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები