ევროკომისიამ უკრაინაში დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ჩაასწორა

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ უკრაინელების დანაკარგების შესახებ გაჟღერებული რიცხვი რეალობას არ შეესაბამება.

როგორც “ტვიტერში” ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ და პოლიტიკური კომუნიკაციების დირექტორმა, დანა სპინატმა დაწერა, გახმოვანებული რიცხვი უნდა ეხებოდეს არა მხოლოდ დაღუპულებს, არამედ – დაჭრილებსაც.

“მადლობა მათ, ვინც მიუთითა ამ ვიდეოს წინა ვერსიის რიცხვების უზუსტობაზე. ღია წყაროებიდან მოპოვებული შეფასებები უნდა ყოფილიყო როგორც დაღუპულების, ისე დაჭრილების ამსახველი და უნდა ეჩვენებინა რუსული სისასტიკე”.

დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსულ აგრესიას 100 ათასი უკრაინელი სამხედრო და 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. თუმცა, მოგვიანებით ეს ჩანაწერი წაშალეს.

საკითხის კომენტირებისას, უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სერგეი ნიკიფოროვმა თქვა, რომ დანაკარგების შესახებ სანდო ინფორმაციას მხოლოდ მთავარსარდალი, თავდაცვის მინისტრი ან უკრაინის უმაღლესი მთავარსარდალი უნდა აჟღერებდეს.

მან დასძინა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალურ მონაცემებს გამოაქვეყნებს, “როდესაც შესაფერისი მომენტი დადგება”, რადგან ეს სენსიტიური ინფორმაციაა.

UNIAN-ს უკრაინის გენშტაბში განუცხადეს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ მოწოდებული რიცხვები რეალობას არ შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები