30 ნოემბერი მწერალ ზაირა არსენიშვილის დაბადების დღეა

30 ნოემბერი,  ქართველი სცენარისტისა და მწერლის – ზაირა არსენიშვილის დაბადების დღეა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1954 წელს, 1956 წელს – თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი.
მუშაობდა მუსიკის პედაგოგად. 1957–1971 წლებში უკრავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრში. 1972 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მწერალთა გაერთიანების კინოდრამატურგი, 1975 წლიდან მეორე შემოქმედებითი გაერთიანების რედაქტორი.
ზაირა არსენიშვილმა კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან თანაავტორობით დაწერა სცენარები ყველა მისი ფილმისთვის.
ეს ფილმებია: „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „აურზაური სალხინეთში“ (1975), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978, ერლომ ახვლედიანთან ერთად – სსრკ სახელმწიფო პრემია, 1980), „დღეს ღამე უთენებია“ (1983,  საქართველოს სახელმწიფო პრემია „ხუთწლედის მატიანე“, 1984), „ორომტრიალი“ (1986), „ვალსი პეჩორაზე“ (1992), აგრეთვე სცენარი ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის?!“ საეკრანო ვერსიისათვის (სიკო დოლიძე, ქეთი დოლიძე, 1979).
მისი მოთხრობის მიხედვით დაიდგა კინონოველა „ბედნიერება“ (ნუცა ალექსი-მესხიშვილი, 2009).
იყო ავტორი რამდენიმე რომანისა, მათ შორის, „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისათვის“ (1997; საქართველოს სახელმწიფო პრემია – 1998).
ზაირა არსენიშვილი 2015 წელს გარდაიცვალა, დაკრძალეს თელავში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები