არჩილ თალაკვაძე: რადიკალურ ოპოზიციას რომ ქვეყანაში მშვიდობა არ მოსწონს, ეს ახალი არ არის

“რადიკალურ ოპოზიციას რომ ქვეყანაში მშვიდობა არ მოსწონს, ეს ახალი არ არის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ეკონომიკური ზრდა, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი არ მოსწონს.

„რადიკალურ ოპოზიციას რომ არ მოსწონს მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, ეს ახალი არ არის. მათ რომ არ მოსწონთ ეკონომიკური ზრდა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ქვეყანაში სტაბილურობა და განვითარების ის პროცესი, რაც ქვეყანაში გვაქვს, ეს არის ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი წლის განმავლობაში. ჩვენი პასუხი ამაზე არის ის, რომ განვაგრძობთ საქმის კეთებას, იმაზე მუშაობას, რაც ჩვენს საზოგადოებას სჭირდება და ნაკლებ დროს დავუთმობთ იმას, თუ რა მოსწონს ან არ მოსწონს ოპოზიციას“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წელს საახალწლო სლოგანი – „მშვიდობის ქალაქი“ იქნება. მისივე თქმით, კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს, საახალწლო სლოგანი – „მშვიდობის ქალაქი“ წარმოეჩინათ, როგორც ნიშნისმოგება უკრაინელების მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები