რეზო თაბუკაშვილის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება

1 დეკემბერს, 19:30 საათზე,  რეზო თაბუკაშვილის წიგნის წარდგენა „კარტი თამაშის ბოლომდე არ იყრება“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნი დაიბეჭდა სერიიდან –  „იკითხე ქართული XXI”.
მკითხველს წიგნს წარუდგენენ: არჩილ ქიქოძე, გაგა ნახუცრიშვილი და ბესო ხვედელიძე.
„ორმოცდაათ წელს გადაცილებულ გოგიას ბევრი მზე უნახავს. კარგიც მრავალი გადახდენია და მძიმედ მოსაგონარიც. ყველაფერი იყო – ასეთიც, ისეთიც, ბედნიერებით გაჩახჩახებული ბავშვობაც და სტუდენტობის წლებში ქეიფ-ქეიფ ხეტიალიც, ომიც და მშვიდობაც, ბზარებიანი და მოწყენილი, გაძნელებული ყოველდღიურობაც… გრძლად გაწელილმა დრომ და ჟამმა, თავისას რომ შვრება აჩქარებით, ძველი თამაშის წესებს რომ სპობს და ახალი ვერ გამოუძერწავს, ნაპრალებად დაუხეთქა სული. დაუკითხავად აკითხავს ცოცხალიც და მკვდარიც. ბევრი ნახა, ვინც გზაში მოიწყინა, ბოლოს არ დაელოდა და ჩაიხსნა თოკი „კარაბინიდან“, ერთხელ თვითონაც წაუცდა ხელი, მაგრამ პირველად უღალატა იარაღმა’’.

მისამართი: ვასილ პეტრიაშვილის N1, Hermit space – „ცალკე სივრცე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები