ხელოვნების სასახლემ ილია ჭავჭავაძის უნიკალური ხელნაწერი შეისყიდა

ხელოვნების სასახლემ ილია ჭავჭავაძის ხელნაწერები შეისყიდა. ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია ავრცელებს ინფორმაციას.
„ერთი კარგი და სასიხარულო ამბავი: ხელოვნების სასახლემ – კულტურის ისტორიის მუზეუმმა ილია ჭავჭავაძის უნიკალური ხელნაწერი შეისყიდა… ეს არის ილიას ამაღელვებელი წერილი სათაურით – „ზოგი რამ”… ავტოგრაფი შესწავლილია ექსპერტების მიერ, ხელნაწერის ავთენტიკურობა დადგენილია…
დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს, პირადად – მინისტრს და მის შესანიშნავ გუნდს, უმოკლეს დროში შეუძლებელი რამ შეძლეს და ჩვენი ერის მამის ძვირფასი ხელნაწერი ეროვნულ კოლექციას რომ შეჰმატეს… ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ“, – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები