ირანში საპროტესტო აქციებზე 450-ზე მეტი ადამიანია მოკლული

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანია მოკლული, მათ შორის, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები.

ეს ირანის ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე მოვლენებზე პირველი გამოქვეყნებული რიცხვებია, – წერს Associated Press ირანელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ერთ-ერთი მეთაურის, ამირ ალი ჰაჯიზადეს თქმით, მსხვერპლთაგან ბევრი რიგითი ირანელი იყო, რომლებიც საპროტესტო აქციებში არ მონაწილეობდნენ.

თუმცა, ორგანიზაცია “ირანში ადამიანის უფლებათა დამცველებში” (HRAI) ამბობენ, რომ არეულობის შედეგად 451 მომიტინგე დაიღუპა და  უსაფრთხოების 60 თანამშრომელი.

მათივე მონაცემით, 18 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები