სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედში“ მივიდა
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.
ლომჯარიას თქმით, სურს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნოს.
„დიდი ხანია, არ მინახავს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა, ჩემი წარმომადგენლები რეგულარულად მოდიოდნენ და საქმის კურსში ვიყავით მიმდინარე პროცესების თაობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან მძიმე შეფასებები ისმის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირადად გავეცნო მის მდგომარეობას და შევხვდე ექიმებს, თუ იქნება საშუალება – სააკაშვილსაც“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.