„თბილისის აფხაზი გუბერნატორი“ – ნანა ქარდავას ლექცია გაიმართება

29 ნოემბერს, 17 საათზე, სახალხო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ჟურნალ „რიწის” მთავარი რედაქტორის – ნანა ქარდავას ლექციას „თბილისის აფხაზი გუბერნატორი”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მწერალი, პუბლიცისტი და მთარგმნელი ნანა ქარდავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატია.
დაიბადა სოხუმში, იქვე დაამთავრა სკოლა და 1986 წელს – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 9 წლის განმავლობაში ექიმ-პედიატრად მუშაობდა. წერა 90-იანი წლების ტრაგედიებმა დააწყებინა. 1996 წელს შვილი შეეძინა და გადაწყვიტა, მისთვის ეამბო აფხაზეთზე… ასე დაიწერა პირველი ნაწარმოები…
ამჟამად 15-ზე მეტი წიგნის ავტორია, ზოგი პროზაული, ზოგიც პუბლიცისტური ჟანრისაა. თითქმის ყველა აფხაზეთის თემაზეა.

მისამართი: გალაკტიონის ქუჩა №20.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები