ბექა დავითულიანი: ჯერ უნდა გავარკვიოთ უკრაინას რატომ არ აძლევს ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტზე დასკვნას, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს კანონი საერთოდ არ ვარგა

ჩვენი პანაცეა კი არ არის დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, პირადად მე მგონია, რომ ეს არის სულელური კანონი, რომელიც არის მკვდრადშობილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ვენეციის კომისია უკრაინაზე ვერ დაწერს კარგს და საქართველოზე ცუდ დასკვნას, რადგან ერთი და იგივე კანონზეა საუბარი.

„უკრაინას კანონპროექტი ვენეციის კომისიაში თითქმის ერთი წელია გაგზავნილი აქვს და დასკვნა არ მოსვლია. ჩვენ რომ გავუგზავნოთ და ერთი წელი პასუხი არ მოგვივიდეს, 1 წელი კანონი არ მივიღოთ? ჯერ უნდა გავარკვიოთ უკრაინას რატომ არ აძლევენ დასკვნას. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს კანონი საერთოდ არ ვარგა. ჩვენ ველოდებით გარკვევას, რატომ არ აძლევს ვენეციის კომისია უკრაინას დასკვნას.

რომ მოვიკითხეთ, რატომ არ ეძლევა უკრაინას დასკვნა, ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ამაზე ვმუშაობთო. უკრაინის ხელისუფლების უახლოესმა ქართველმა პარტნიორებმა, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ „უკრაინამ იცის, რომ კანონი უკან უბრუნდება“. ამერიკის ელჩმა გვითხრა, რომ უკრაინამ კანონპროექტი უკან გაიწვია. სიმართლე სად არის, ხომ უნდა გავერკვეთ?

ჩვენი პანაცეა კი არ არის ამ კანონის მიღება. მე პირადად მგონია, რომ ეს არის სულელური კანონი, რომელიც არის მკვდრადშობილი. მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის ვიღებთ, რომ ეს ევროკავშირმა დაგვავალა. მგონია, რომ უკრაინას ეს კანონი იმიტომ შესთავაზეს, რომ ხელისუფლებას გაამყარებდა და საქართველოში იგივეს გაკეთება ვიღაცებს არ უნდათ“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები