უკრაინის ქალაქ ხერსონიდან მოსახლეობის ნებაყოფლობითი ევაკუაცია იწყება

ახლახან განთავისუფლებული საპორტო ქალაქ ხერსონიდან მაცხოვრებლების ნებაყოფლობითი ევაკუაცია მიმდინარეობს, პირველი მატარებლით 100 ადამიანი გადაჰყავთ, – ამის შესახებ უკრაინის მთავრობამ განაცხადა.

უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროს ცნობით, მატარებელი დასავლეთით მდებარე ქალაქ ხმელნიცკისკენ მიემართება.

მათივე განცხადებით, მაცხოვრებლებს შორის, რომლებმაც „უფასო ევაკუაციით ისარგებლეს“, 26 ბავშვი, შვიდი საწოლზე მყოფი პაციენტი და ექვსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

ხერსონის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს დატოვონ ქალაქი, ვიდრე ტემპერატურა კიდევ უფრო დაეცემა, რადგან ქალაქის ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

აღსანიშნავია, რომ ხერსონი განმეორებითი დაბომბვის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები იძულებულნი გახდნენ მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპირო დაეტოვებინათ.

ქალაქის ოფიციალური პირების თქმით, ევაკუირებული პირები ხმელნიცკში ჩასვლის შემდეგ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ხერსონის ოლქიდან ავტობუსები ქალაქ ოდესას, მიკოლაევისა და კრივი რიჰშის მიმართულებითაც გავა, სადაც ხალხი სპეციალურად აღჭურვილ თავშესაფრებში განთავსდება და შემდეგ მანქანით უკრაინის უსაფრთხო რეგიონებში იქნებიან გადაყვანილნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები