26 ნოემბერს ლადო მესხიშვილის თეატრში რეზი ქაროსანიძის სადიპლომო სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება გაიმართება

26 ნოემბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში, ახალგაზრდა რეჟისორის რეზი ქაროსანიძის სადიპლომო სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება გაიმართება.

ჟან პოლ სარტრის პიესა „ბუზები“ ორესტეს ცნობილი ისტორიაა, რომელიც საყოველთაო სამართლიანობის აღდგენის სურვილით, მის მშობლიურ ქალაქში, არგოსში ბრუნდება და ელექტრას შთაგონებით, აგამემნონის მკვლელებზე – კლიტემნესტრასა და ეგისთეზე შურს იძიებს.

სპექტაკლში მესხიშვილის თეატრის და მოწვეული მსახიობები გიგა აბულაძე (ორესტე), ნუცა სულაბერიძე (ელექტრა), ინგა კაკიაშვილი (კლიტემნესტრა), გაგი შენგელია(იუპიტერი), გიო ჩაჩანიძე (ეგისთე), იოანე იმედაძე (პედაგოგი), საბა ნუცუბიძე (ახალგაზრდა იუპიტერი) და ბექა სოფრომაძე მონაწილეობენ.

პრემიერა 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები