ავტოსაგზაო შემთხვევა დადიანზე – მანქანა “გლოვოს” მოპედს დაეჯახა

თბილისში, დადიანის ქუჩაზე “ლექსუსის” მარკის ჯიპი “გლოვოს” მოპედს დაეჯახა.

ინფორმაციას “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მოპედის მძღოლს ფეხი აქვს მოტეხილი.

“კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტნე დადიანის ქუჩაზე. ჯიპი მოპედს დაეჯახა. რა ინფორმაციაც მოგვაწოდეს, მოპედის მძღოლს ფეხი აქვს მოტეხილი.

გუშინ მოპედის მძღოლი სატვირთოს დაეჯახა, სამწუხაროდ, მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
ნუ იკლავთ თავს, იარეთ ფრთხილად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო ეკიპაჟები.

“კვირა” დამატებით დეტალებს შს სამინისტროში არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები