„შემოდგომა” – დინი ვირსალაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

25 ნოემბერს, 20:00 საათზე, Steinway-ს „სალონურ საკონცერტო” სივრცეში დინი ვირსალაძის შემოქმედებითი საღამო – „შემოდგომა” გაიმართება .
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამო გაიხსნება დინის შესანიშნავი ნამუშევრებით, რომელთა დათვალიერების საშუალებაც შესაძლებელი იქნება 26 ნოემბრის ჩათვლით…
„დინი და მეგობრები, – ასეთი საინტერესო მუსიკალური პროგრამა გელით 25 ნოემბრის შემოდგომის საღამოს.
2022 წლის შემოდგომის სეზონიდან სტეინვეის „სალონურ საკონცერტო სივრცეში” საფუძველი ჩაეყარა ახალ სანახაობრივ და მრავალფეროვან პროექტს –  “Steinway’s Seasons“, რომლის ფარგლებშიც, თქვენთვის საყვარელი შემსრულებლები წარდგებიან კიდევ უფრო განახლებული და საინტერესო პროგრამით“… – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები