„ცხრის ნახევარზე“ – გია მურღულიას ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება

28 ნოემბერს, 19 საათზე, თავისუფალ თეატრში, გია მურღულიას ახალი წიგნის – „ცხრის ნახევარზე“ წარდგენა გაიმართება.
„ეს გია მურღულიას ახალი წიგნია. რატომ „ცხრის ნახევარზე“? რატომ და – თითქმის ყოველთვის სწორედ ამ დროს დებს ის საკუთარ ფეისბუქგვერდზე ახალ პოსტებს, რომლებსაც ხშირად ათასობით ადამიანი კითხულობს და იწონებს. ბევრი მათგანი ამბობს, რომ დილას სწორედ ამ პოსტების გაცნობით იწყებს. უცნაური ფენომენია, არა? რა შეიძლება მას ქმნიდეს?
ეს პოსტები ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროს ეხება – საინტერესოდ, ლაკონიურად, სიბრძნით, იუმორით, კითხვებით, რომლებზე პასუხებსაც დაფიქრება სჭირდება. ბევრნი პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს სასიამოვნო დაფიქრებაა. მეტიც – რომ ეს ფიქრის გაადვილება და გაცხადებაა.
თქვენ ამ წიგნში შეხვდებით პოსტებს განათლებაზე, მასწავლებელსა და მოსწავლეზე, ღმერთზე, სამშობლოზე, ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, ფილოსოფიაზე, სიყვარულზე, ღირსებასა თუ პასუხისმგებლობაზე. ყველა ეს პოსტი დიალოგურია – წამკითხველის აზრის ამეტყველებასაც მუდმივად გულისხმობს. სწორედ ამიტომ მოსწონს ის ყველა ასაკის ადამიანს – კარგია, როდესაც ტექსტი გენდობა და კეთილგანწყობილია შენ მიმართ. წიგნი უკვე დაიბადა. ახლა ის მკითხველისთვის იცოცხლებს“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები