გია ვოლსკი: რამდენადაც უნდა დაიყოს “ნაცმოძრაობა” შიგნით, მათი ხასიათი, მათი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ იქნება უცვლელი

რამდენადაც უნდა დაიყოს „ნაციონალური მოძრაობა“ შიგნით, მათი ხასიათი, მათი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ იქნება უცვლელი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობა” იმ წარსულის გამოძახილია, რომელმაც ბევრ ქართულ ოჯახს გადაუარა.

„როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე, რასაკვირველია, დამოკიდებულია ფინანსურ რესურსებზე, რომელსაც განაგებს კეზერაშვილი და ახლა ვანო მერაბიშვილის ჩაერთო ამ პოლიტიკურ მარათონში. რამდენადაც არ უნდა დაიყოს “ნაციონალური მოძრაობა” შიგნით, მათი ხასიათი, მათი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ იქნება უცვლელი და იქნება გამოძახილი იმ წარსულის, რომელმაც ძალიან ბევრ ქართულ ოჯახს გადაუარა“, – აცხადებს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები