გალაკტიონის 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ლარისა ნოვოსელცევას საღამო გაიმართება

24 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისში, მწერალთა სახლში გაიმართება კომპოზიტორისა და შემსრულებლის, ლარისა ნოვოსელცევას საღამო, რომელიც გალაკტიონის 130-ე წლისთავს ეძღვნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოზე შესრულდება გალაკტიონ ტაბიძის ლექსებზე შექმნილი სიმღერები (ბელა ახმადულინას, ბორის რეზნიკოვისა და გია მარგველაშვილის თარგმანები), ასევე, 12 ქართველი პოეტის – ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის, ტიციან ტაბიძის, სიმონ ჩიქოვანის, ანა კალანდაძის, გრიგოლ აბაშიძის, მირზა გელოვანის, თედო ბექიშვილის, მიხეილ ქვლივიძის, კარლო კალაძის, რევაზ მარგიანის – ლექსებზე შექმნილი სიმღერები (მთარგმნელები: ბორის პასტერნაკი, ნატალია გენინა, იური რაშენცევ, იილია დადეშიძე).
ამის გარდა, საღამოზე გახმიანდება ბელა ახმადულინას, ოსიპ მანდელშტამის, ბორის პასტერნაკის, ბულატ ოკუჯავას, ილია დადეშიძის საქართველოზე დაწერილი ლექსები. ლესია უკრაინკას, ივან ფრანკოსა და ვასილი სტურსის ლექსებზე შექმნილი სიმღერები შესრულდება უკრაინულად.
შემსრულებელი – ლარისა ნოვოსელცევა. კომპოზიტორი, ავტორი და მუსიკალური ანთოლოგიის, VoxPoetica-ს ავტორი.

მის. მაჩაბლის N13.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები