სამტრედიაში ზანდოს მამათა მონასტრის მიმართულებით ბეტონის გზა იგება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შიდა სასოფლო და საუბნო გზების კეთიმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მუნიციპალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ბეტონის საფარი იგება სოფელ ნოღიდან გამოჩინებულის, წმინდა გიორგის ე.წ. ზანდოს მამათა მონასტრის მიმართულებით.

“მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე.
როგორც მერმა განმარტა, აღნიშნული გზა, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევეასევე მონასტრის მომლოცველებისთვის და ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.
ადგილობრივების განცხადებით აღნიშნულ ლოკაციაზე კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები