“სახლ-კარის ინტერესი აქვთ და დედამ შთააგონა ბავშვს რომ ეცრუა ” – 8 წლის ძმისშვილზე გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულის მეუღლე

სამეგრელოში ძმისშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ოჯახის წევრები ბრალდებას უარყოფენ და ბავშვის დედას პროვოკაციაში ადანაშაულებენ.

როგორც ისინი აცხადებენ, ბავშვის დედა პირადი ინტერესებით მოქმედებს და შვილი შთააგონა ტყუილი ეთქვა. დაკავებულის ოჯახის წევრები ჰყვებიან, რომ ქალი ადრე დედამთილს და მამამთილს ცემაში ადანაშაულებდა.

„ჩემი ქმარი უსამართლოდაა დაკავებული. ბავშვის დედას არ აინტერესებს შვილები – ერთს ჩვენ ვზრდით, მეორეს მული და მესამე მასთან არის. ბავშვს დედამ შთააგონა, რა და როგორ უნდა ეთქვა. მისი ინტერესი აქვს, ეს სახლ-კარი უნდა და მიზეზიც ეს არის. ასეთი ტყუილი მოიგონა“, – აცხადებს დაკავებული მამაკაცის მეუღლე.

ცნობისთვის, სამეგრელოში, მცირეწლოვან ძმისშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს. დაკავებულს სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ედავებიან.

სასამართლომ ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები