სექტა თუ რელიგია? რა არის საენტოლოგია და ვინ დგას მის უკან

საენტოლოგიის ეკლესია მრავალი საიდუმლოთი და სკანდალით არის მოცული. დღემდე ბოლომდე არ არის ცნობილი, რელიგიაა ეს, თანამოაზრეების ერთობა თუ წარმატებული ბიზნესი, რომელიც მიამიტი მდიდრების ფულზე დგას. ცნობილია ერთი – უკანასკნელ წლებში ეს გაერთიანება გაიზარდა და მთელი მსოფლიო მოიცვა.

ტომ კრუზი არ არის ერთადერთი ცნობილი ადამიანი, რომელიც საენტოლოგიის ეკლესიის მრევლია.

მოკლედ საენტოლოგიაზე:

1938 წელს ყოფილმა საზღვაო ოფიცერმა, ომის მონაწილემ, მოგვიანებით კი, მწერალმა, რონ ჰაბარდმა გამოსცა წიგნი „ესკალიბური“. მასში მან პირველად გაგვიზიარა თავისი ხედვები სამყაროს შესახებ. მანამდე მამაკაცმა სხვადასხვა ჟანრის ასობით ნაწარმოები დაწერა, მაგრამ „ესკალიბურში“ პირველად შეეხო სამყაროს შექმნის და ცხოვრების აზრის საკითხებს. ჰაბარდის აზრით, ცხოვრების ერთ-ერთი კანონია ბრძანება „გადარჩი!“ და ზუსტად ეს აზრი გახდა წიგნის საფუძველი, მოგვიანებით კი – საენტოლოგიის მთელი სწავლების.

წიგნი არ მოიცავდა პასუხს კითხვაზე, „როგორ გავხადოთ ცხოვრება უკეთესი?“ – მასში მხოლოდ მსჯელობები იყო. პირველი პასუხები გაჩნდა მოგვიანებით, წიგნში „დიანეტიკა“. ჰაბარდი დარწმუნებული იყო, რომ ადამიანის ნებისმიერი პრობლემა და დაავადება დაკავშირებულია მის ტრავმულ გამოცდილებასთან, რომელიც წარსულში მიიღო. ის დარწმუნებული იყო, რომ სპეციალისტების დახმარებით და მის მიერ შემუშავებული პრაქტიკებით, შესაძლებელი იყო გათავისუფლება, გასუფთავება. მოკლედ, ჰაბარდი თვლიდა, რომ გონება უშუალო გავლენას ახდენს სხეულზე და ამ გავლენის მართვა შესაძლებელია.

ოდიტინგი, როგორც მნიშვნელოვანი პრაქტიკა საენტოლოგიაში

ჰაბარდი თავის წიგნში იხსენიებდა ტერმინს „ოდიტინგი“. ეს ერთგვარი აღსარებაა, რომელიც გონების გაწმენდას უწყობს ხელს. ოდიტინგის სეანსი ოდიტორის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. ოდიტორი კლიენტს რიგ კითხვებს უსვამს, რომლებიც მტკივნეული მომენტების გარკვევაში ეხმარება. ხშირ შემთხვევაში დამხმარე ინსტრუმენტად ელექტროფსიქომეტრი იხმარება. ეს მოწყობილობაა, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ზომავს.

როდესაც ადამიანი წარსულში მომხდარ რაიმე მტკივნეულ მოვლენას იხსენებს, მაშინ ეს საზომი ადგილიდან იძვრის. თუმცა, მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ეს ჩვეულებრივი გალვანომეტრია – დანადგარი, რომელიც სხეულის ელექტროგამტარობას ზომავს და მასში რაიმე ზებუნებრივი არ არის.

მეცნიერებიდან რელიგიამდე ერთი ნაბიჯია

50-იან წლებში ჰაბარდმა თავის ქვეყანაში იმოგზაურო ლექციების სერიით ოდიტინგის პრინციპების შესახებ. თავისი გამოსვლების დროს ის ელექტროფსიქომეტრის მუშაობას აჩვენებდა ადამიანებს და ყველა მსურველსაც ასწავლიდა ოდიტინგს.

მიუხედავად კრიტიკისა და საენტოლოგიის, როგორც ფსევდომეცნიერების აღიარებისა, რელიგია აგრძელებს გავრცელებას და იძენს ახალ მიმდევრებს. მათ შორის არიან ცნობილი სახეები. ყველაზე ცნობილი საენტოლოგები არიან ტომ კრუზი, ჯონ ტრავოლტა, კელი პრესტონი და პრისცილა პრესლი. ბევრმა ვარსკვლავმა დატოვა საენტოლოგთა რიგები და შემდგომში უარყოფითად ისაუბრა ამ რელიგიაზე. მაგალითად, მსახიობმა ნაზანინ ბონიადმა ეკლესია დატოვა მას შემდეგ, რაც მას საიდუმლო პროექტში მონაწილეობა შესთავაზეს. ამისათვის საჭირო იყო შეყვარებული ბიჭის მიტოვება, თმის შეღებვა და გარეგნობაში სხვა ცვლილებების შეტანა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, „პროექტი“ იყო ტომ კრუზისთვის შესაფერისი გოგონას პოვნა. ახლა ნაზანინი, ისევე როგორც მრავალი სხვა ყოფილი საენტოლოგი, ამ რელიგიის აქტიური კრიტიკოსია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები