გერმანია პოლონეთის ცის პატრულირებას იწყებს
გერმანია Eurofighters გამანადგურებლებით პოლონეთის საჰაერო სივრცის პატრულირებას უახლოეს დროში დაიწყებს.
როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინე ლამბრეხტმა თქვა, ეს აუცილებელია პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის შემდეგ.
„პოლონეთი ჩვენი მეგობარი, მოკავშირეა და, როგორც უკრაინის მეზობელი, ის არ არის განსაკუთრებით დაცული. ამიტომ, ცაში პატრულირების გარდა, გერმანია ვარშავას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს“, – დაწერა მინისტრმა სოციალურ ქსელში.
მანამდე, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის საზღვართან განლაგდება, რათა მომავალში რაკეტების ჩამოვარდნის შემთხვევები გამოირიცხოს.