ნუნუ მიცკევიჩი დღეს განათლებისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წინაშე წარდგება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დღეს პარლამენტში განათლების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წინაშე წარდგება.
ნუნუ მიცკევიჩი კომიტეტის წევრებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების 2021 წლის და 2022 წლის 6 თვის ანგარიშებს წარუდგენს.
„ჩვენ გადავდგით რიგი ნაბიჯები იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რაც ეხება განათლებას და მეცნიერებას, ამიტომ, ახლა გვინდა, მოვისმინოთ კონკრეტულად სამინისტროსგან, თუ რა ნაწილი შესრულდა და რა ნაწილი დარჩა შესასრულებელი. ეს ეხება სასკოლო განათლებას, ევროპული სკოლის ჩამოყალიბებას, არის გარკვეული პუნქტები მეცნიერებასთან დაკავშირებით. მრავალი მათგანი უკვე თითქმის შესრულებულია“, – თქვა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა.