ნატო ჩხეიძე – სააკაშვილზე: ძალიან გამხდარია, ფაქტობრივად, არის სკელეტი

“რა თქმა უნდა, სიტყვების მარაგი მეყოფა საიმისოდ, რომ აღვწერო, რა ვნახე და რა მდგომარეობაშია ახლა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ არ მგონია, რომ ვინმესთვის ეს ჩემი მონაყოლი იყოს სასიამოვნო. ძალიან მძიმე მდგომარეობაა”, – ამის შესახებ დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ განაცხადა.

“ფერმკრთალი არ ჰქვია იმას, რა კანის ფერიც აქვს მიხეილ სააკაშვილს. არის ძალიან გამხდარი, ფაქტობრივად, ეს არის სკელეტი. როცა ამბობენ, დაიკლოო, არ ვიცი – 30კგ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანი არის ძვალი და ტყავი. მოძრაობა უჭირს, საერთოდ სახსრების მოძრაობა უჭირს. ის, რაც არ უჭირს, არის საუბარი, ლაპარაკობს ისევე სწრაფი ტემპით. იმდენად მძიმეა, რომ უნდა იყოს დადგენილი მისი ყველა დაავადება და უნდა იყოს შესაბამისი მკურნალობა. შესაბამისი მკურნალობა რომ ყოფილიყო, ამ მდგომარეობაში არ ვნახავდით”, – განაცხადა ჩხეიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები