ბექა ფერაძე და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე – მაია მიქაია ბიზნესის წარმომადგენლების ფართო წრეს შეხვდნენ

მთავარი შრომის ინსპექტორი, ბექა ფერაძე და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე – მაია მიქაია ბიზნესის წარმომადგენლების ფართო წრეს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, ასევე, განხილულ იქნა კანონმდებლობის აღსრულების პროცესი და ინსპექტირებისას გამოვლენილი დარღვევები. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა 2 ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც გულისხმობს სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალურ მოთხოვნებსა და ნიშნების განთავსების წესს.

ახალი რეგულაციები ძალაში 1-ელი იანვრიდან შევა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სიახლეებს ბიზნესსექტორი მომზადებული შეხვდეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში არსებული სხვადასხვა სექტორული და არასექტორული ბიზნესასოციაციების, სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და ფედერაციების, მათ შორის, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, ევროპული ბიზნეს ასოციაციის, ფერმერთა ასოციაციის, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის, რითეილ ასოციაციის, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის, ტურიზმის ასოციაციის და სხვა ასოციაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები