ირაკლი ღარიბაშვილი: ერთადერთი ხსნა გაქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებო, რომ თავმჯდომარედ აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი

ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია მე არ მინახავს ათი წელია, ისევე, როგორც „ქართული ოცნება” ასეთი ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული, რა არის საწინდარი და საძირკველი ჩვენი ქვეყნის განვითარების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის ერთადერთი ხსნაა, თავმჯდომარედ ხაბეიშვილი აირჩიონ.

„პირველ ყოვლისა, მე მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ. აქვე არ შემიძლია, არ ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მცდელობისა,  რაიმენაირად შეგვეცვალა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ეს ანტისახელმწიფოებრივი, მტრული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის უტოპია და ყველა ჩვენი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ. ამიტომ, მე, ყოველგვარი ემოციებისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ, რომ თქვენ გიპასუხოთ სათითაოდ, იმიტომ, რომ თქვენს დემაგოგიას და თქვენს სიცრუეს, თქვენს ცილისწამებას და თქვენს ფარისევლობას ჩვენ ვუპირისპირებთ სიმართლეს და სიმართლე არის ერთი, სიმართლე არის შემდეგი, რომ ჩვენ თქვენგან განსხვავებით, ვემსახურებით საქართველოს.
თქვენ მინდა, დაგისვათ კიდევ ერთი კითხვა, გააცნობიეროთ კიდევ ერთხელ, ვის ემსახურებით. ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია მე არ მინახავს ათი წელია, ისევე, როგორც „ქართული ოცნება” ასეთი ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული, რა არის საწინდარი და საძირკველი ჩვენი ქვეყნის განვითარების.
ერთადერთი ხსნა გაქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებო, რომ აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი თავმჯდომარედ. დიდი გამოწვევაა, მაგრამ ეს არის თქვენი ხსნა”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები