ლარი კვლავ გამყარდა – ვალუტის კურსი 19 ნოემბრისთვის
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7188 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7272 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0084 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8213 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8207 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0006 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.