ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ აგრძელებს თვითგანადგურების რეჟიმში ყოფნას, რაც ძალიან კარგია

„ნაცმოძრაობა“ აგრძელებს თვითგანადგურების რეჟიმში ყოფნას, რაც ძალიან კარგია. საბოტაჟიც იყო თვითგანადგურება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, “ოცნება” ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდება და “ხელსაც შეუწყობს”.

„ნაცმოძრაობა“ აგრძელებს თვითგანადგურების რეჟიმში ყოფნას, რაც ძალიან კარგია. საბოტაჟიც იყო თვითგანადგურება. დღეს რა პროცესებიც ვითარდება, ოლიგარქიული გავლენები და ა.შ. ესეც არის თვითგანადგურება. როცა პატარა ბოლშევიკს ირჩევენ თავმჯდომარედ, ესეც თვითგანადგურებაა. ძალიან კარგად მიდის ეს პროცესები „ნაცმოძრაობაში“. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით და ხელსაც შევუწყობთ ამ პროცესების ასე განვითარებას”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს: ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია და გიორგი მუმლაძე, თუმცა არ არის გამორიცხული საკუთარი კანდიდატურა ხატია დეკანოიძემაც დააყენოს. ამ გადაწყვეტილების შესახებ დეკანოიძე, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს. შიდაპარტიული არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“, დაახლოებით, სამ კვირაში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები