შალვა კერესელიძე: სრული პასუხისმგებლობით შეასრულეთ ვალდებულებები, რაც გვაკისრია, რათა ქვეყანამ უახლოეს პერიოდში მიიღოს კანდიდატის სტატუსი

„სრული პასუხისმგებლობით შეასრულეთ ვალდებულებები, რაც გვაკისრია, რათა ქვეყანამ უახლოეს პერიოდში მიიღოს კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა  პარლამენტის უფრაქციო წევრმა, შალვა კერესელიძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.

მან ყურადღება გაამახვილა ანტიკორუფციულ მიმართულებით ოპოზიციის შეთავაზებულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შეთავაზებები ხელისუფლების მიერ არ იყო გაზიარებული.

„ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა მიიჩნიეს, რომ ის მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც დღეს არსებობს, საკმარისი არ არის კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობის გასაძლიერებლად. არ არსებობს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური და პირდაპირ მიგვითითეს და გვითხრეს, რომ მოხდეს უფლებამოსილებათა გაერთიანება, კონსოლიდირება, რომ შეიქმნას ერთიანი, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური, რომელსაც ექნება ქმედითი შესაძლებლობა და კორუფციის წინააღმდეგ რეალური ბრძოლის ფუნქცია.
ჩვენ სამუშაო ჯგუფში წარვადგინეთ ჩვენი მოსაზრებები, რომელიც სწორედ ამ ფუნქციების გაერთიანებას ერთ სამსახურში და სამსახურის ხელმძღვანელისთვის მაღალი ლეგიტიმაციის მინიჭებას გულისხმობდა, იქიდან გამომდინარე, რომ არ გამხდარიყო ეს სამსახური პოლიტიკური იარაღი. მაგრამ „ოცნებამ” წარმოადგინა პროექტი, რომლის მიხედვით ამ სამსახურის ფუნქცია, არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა, არამედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, ასევე რაღაც სხვადასხვა თეორიული ფუნქციები, რომელიც არაფრის მომცემი არ არის”, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები