სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩეხეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის (UKZUZ) სპეციალისტების ვიზიტი გაიმართა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის (UKZUZ) სპეციალისტების ვიზიტი გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ჩეხმა კოლეგებმა მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში სწავლებები ჩაატარეს მიკოლოგიის, ენტომოლოგიის, ფიტოჰელმინთოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიებში. ჩატარებული სწავლებები ეხებოდა პათოგენური სოკოების, მწერების, ნემატოდებისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით დიაგნოსტირებას. ჩეხი და ქართველი სპეციალისტები მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე ტყის მასივებში იმყოფებოდნენ.
მერქნოვან მცენარეთა ხმობის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, მოხდა ნიმუშების შეგროვება და ლაბორატორიულ პირობებში გამოკვლევა. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამართულ სწავლებებს თბილისისა და ბათუმის ლაბორატორიის სპეციალისტები ესწრებოდნენ.