პრემიერი – ვაშაძეს: თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობისა და სიყალბის პერფორმანსი – მქონდა განცდა, რომ საკუთარ თავზე ლაპარაკობდით
თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობისა და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი, – ასე შეაფასა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის გამოსვლა პარლამენტში, სადაც დეპუტატები პრემიერს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
„ეს არის ფარისევლობა, სიყალბე და ტყუილი, რასაც თქვენ აკეთებთ. გარდა ამისა, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენს დეპუტატებს. ამ დროს მქონდა განცდა, რომ თქვენ საკუთარ თავზე ლაპარაკობდით“, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხებს.