პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ
საქართველოს პარლამენტში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
საკანონმდებლო ორგანოში ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხებს.
შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.
დღესვე, პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმენს.