გიორგი მარგველაშვილი პოლონელ კოლეგას ესაუბრა

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც მხარეებმა ნატო-ს სამიტზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტის კონტექსტში ლიდერები კონკრეტულ სამუშაო მექანიზმზე შეთანხმდნენ, რომლის თაობაზეც ლიდერები უელსის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრის დროს უფრო დეტალურად იმსჯელებენ.
გიორგი მარგველაშვილმა და ბრონისლავ კომოროვსკიმ უკრაინაში შექმნილი ვითარებაც განიხილეს და ყურადღება რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები