გიორგი არველაძე: საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, 25%-30% სტაბილურად შედგება გაცნობიერებული მოღალატეებისაგან
საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, 25%-30% სტაბილურად შედგება გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი მოღალატეებისაგან, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი არველაძე წერს.
მისივე თქმით, ჯამურად, ქვეყნის ერთი მეოთხედი მოღალატეებისგან შედგება, რაც ეროვნული ტრაგედიაა.
“ერთ მეცნიერულ ჭეშმარიტებას გაგიმხელთ, მაგრამ არ გეწყინოთ.
მრავალწლიანი საზოგადოებრივი აზრის კვლევების ანალიზის შედეგების საფუძველზე, შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, 25%-30% სტაბილურად შედგება: ა) გაცნობიერებული მოღალატეებისაგან; ბ) გაუცნობიერებელი მოღალატეებისგან, ანუ იმდენად უვიცებისგან, რომ საკუთარ მოღალატეობას ვერც აცნობიერებენ.
ჯამურად, ქვეყნის ერთი მეოთხედი არის ქვეყნის მოღალატე. ეს დიდი ეროვნული ტრაგედიაა.
და ამაზე არავინ ლაპარაკობს,” – წერს გიორგი არველაძე.