უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხერსონში „წამების საკანი“ აღმოაჩინა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საკანში რუს სამხედროებს ჰყავდათ დაკავებული “ადგილობრივი პატრიოტები, რომლებიც “მტერთან” თანამშრომლობაზე უარს აცხადებდნენ”.
„ხერსონელებს კითხავდნენ და სასტიკად აწამებდნენ. საკნის დათვალიერებისას სამართალდამცავებმა ისეთი საგნები იპოვეს, რომლებიც პირდაპირ მოწმობს წამების კვალზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე, გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს საკნის კედლებზე არსებული წარწერები: „დიდება რუსეთს!!! დიდება პუტინს!!! დიდება შოიგუს!!!”, ხოლო მეორე კედელზე ლოცვაა.