გურამიშვილის გამზირზე ავარია მოხდა – დაზიანდა 10 ავტომობილი

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი, სავარაუდოდ, შეუძლოდ გახდა, რის გამოც მართვის კონტროლი დაკარგა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 10 ავტომობილი.
ამ დროისთვის, ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს გამოძიება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები