ოლივერ ვარჰეი: ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ვამზადებთ საქართველოს

ვხედავთ, რომ საქართველოს დიდ უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, ეს ძალიან ძლიერი მანდატია არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ – მთელი ქვეყნის პოლიტიკური ელიტისა და ყველა იმ პირისთვის, ვინც აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.

„ვხედავთ, რომ საქართველოს დიდ უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება.

ეს ძალიან ძლიერი მანდატია არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ – მთელი ქვეყნის პოლიტიკური ელიტისა და ყველა იმ პირისთვის, ვინც აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.

ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ვამზადებთ საქართველოს!”, – აღნიშნავს ვარჰეი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები