ლევან ნიკოლეიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: მათ განა განაახლეს პარტია – ყველაზე რადიკალური გზა შესთავზეს ამომრჩეველს, რევოლუციური გზა, რაც მისაღები უკვე აღარ იყო

მათი დეგრადაციის პროცესი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იყო და სწორედ ამიტომაც ისინი კარგავდნენ მხარდაჭერას. ჯერ კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ, ეს იყო პარტია, რომელიც ხელისუფლებაში იყო, მაგრამ არ ეყო არც ღირსება და არც გამბედაობა მისი ლიდერის ხელმძღვანელობით, რომ გადამდგარიყო და ჩამოშორებულიყო პოლიტიკურ პროცესს, – ამის შესახებ ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა, გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

„2012 წელს ისინი გადავიდნენ ოპოზიციაში და აქ იწყება ყველაზე მთავარი – მათ ვერ შეძლეს იმის გააზრება, თუ რატომ დამარცხდნენ. ბევრი მიზეზი არსებობდა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი იყო, რომ ხალხის ნდობა და საერთაშორისო მხარდაჭერა დაკარგეს. ასევე დაკარგეს ტერიტორიების 20%, ომი წააგეს, მაგრამ ამ ყველაფერს ხომ გააზრება სჭირდებოდა? შემდეგ კი დაგეგმვა, რომ ისევ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ამისთვის მათ სჭირდებოდათ ამ შეცდომების გამოსწორება, წარსული გაკვეთილების შესწავლა და ახალი შეეთავაზებინათ ამომრჩევლებისთვის. მათ განა განაახლეს პარტია – ყველაზე რადიკალური გზა შესთავაზეს ამომრჩეველს, რევოლუციური გზა, რაც მისაღები უკვე აღარ იყო“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები