გიორგი ხელაშვილი: ის, ვინც მოიპოვებს “ნაცმოძრაობის” ხელმძღვანელობას, იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკანორ მელიას უბრალო კლონი

“ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობის“ ისედაც არცთუ მთლად მდიდარი ინტელექტუალური რესურსი უფრო და უფრო შეუქცევადად იწურება”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ხელაშვილი ოპოზიციურ პარტიაში განვითარებულ პროცესებს.

როგორც მან “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა, “ნაცმოძრაობამ” ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ყველა ფსონი დადო.

„ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, რა თქმა უნდა, ყველასთვის დამაბნეველია, პირველ ყოვლისა – თავად პარტიის წევრებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ეს პარტია ცდილობდა, ხელისუფლება ჩაეგდო ხელში და ამისათვის მათ ყველა ფსონი დადეს ხელისუფლების ხელში ჩაგდების არადემოკრატიულ მეთოდებზე, ეს იყო ქუჩის აქციები, საბოტაჟი, არეულობა, მტრობის, შუღლის დათესვა. კანონია საზოგადოებრივი, რომ თუკი მიზანს მოკლე ვადაში ვერ აღწევ, მაშინ თვითონ იწყებ რღვევას, ვინაიდან რესურსი აღარ გაგაჩნია და სწორედ ასე დაიწყო არეულობა „ნაციონალურ მოძრაობაში“. რაც შეეხება ამ არეულობის შედეგებს, მე არ მოველი, რომ საქართველოსთვის რაიმე გაუმჯობესდება. სამწუხაროდ, ის, ვინც მოიპოვებს შემდეგ ეტაპზე ამ პარტიის ხელმძღვანელობას, იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკანორ მელიას უბრალო კლონი. შეუძლებელია, რომ ამ არეულობიდან ქვეყნისთვის რაიმე კარგი გამოვიდეს. ვფიქრობ, რომ შემდეგი იქნება უფრო რადიკალური და მართალია, მათ ჰგონიათ, რომ ინტელექტუალურ სამჭედლოს წარმოადგენენ, მაგრამ ძალიან სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ისედაც არც თუ მთლად მდიდარი ინტელექტუალური რესურსი უფრო და უფრო შეუქცევადად იწურება“, – აღნიშნა ხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები