ირაკლი ბერაია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მსმენელებს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის” მსმენელებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, ირაკლი ბერაიამ სკოლის მსმენელებს ეროვნულ უსაფრთხოებაში პარლამენტის როლზე ინფორმაცია მიაწოდა და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით დგამს.

„უმაღლესი სკოლის მსმენელებთან საინტერესო დისკუსია გავმართეთ. სტუმრები გაეცნენ პარლამენტის უფლებამოსილებებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, როგორც საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის, ასევე საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით. უმაღლესი სკოლის მსმენელებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ინფორმაცია გავაცანით და ნდობის ჯგუფის მუშაობის სპეციფიკაზე ვესაუბრეთ. კომიტეტი დაინტერესებულია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასთან და სხვა მსგავს სასწავლებლებთან გააღრმავოს თანამშრომლობა”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები