სალომე სამადაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ პროცესი ინდური სერიალის ჟანრით მიმდინარეობს და ალბათ, კიდევ იქნება სერიები, არ გამოვრიცხავ, კიდევ გამოჩნდნენ კანდიდატები

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პროცესი ინდური სერიალის ჟანრით მიმდინარეობს და ალბათ, კიდევ იქნება სერიები, არ გამოვრიცხავ, კიდევ გამოჩნდნენ კანდიდატები, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს.

მისი თქმით, ის, რაც ახლა აღნიშნულ პარტიაში ხდება, დიდ პოლიტიკურ პროცესზე არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს.

„ამიტომ, ჩემთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი კანდიდატი იქნება, ან როგორ მიდის ეს პროცესი, დიდ პოლიტიკურ სურათში შედეგის თვალსაზრისით ეს არაფერს შეცვლის… მიშა სააკაშვილი, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, ციხეში არ უნდა იყოს, საპატიმროს ორ შემთხვევაში დატოვებს. პირველი, ეს იქნება საკმარისად დიდი საერთაშორისო წნეხი, ან მეორე, ხელისუფლების შეცვლა. ის, რაც დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, არც ერთი და არც მეორე თვალსაზრისით, არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება, ამიტომ, ამით არც სააკაშვილის ბედი შეიცვლება. ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას არ გაზრდის და ამ ქვეყანაში 10 ამომრჩევლიდან 8-ს „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა. ამიტომ ხელისუფლების შეცვლის თვალსაზრისით, ნულოვანი შედეგი ექნება იმას, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება და ვინ დაწერს შემდეგ საარჩევნო სიას „ნაციონალურ მოძრაობაში“, ამით არაფერი შეიცვლება ბიძინა ივანიშვილის დამარცხების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ამ პროცესში ისინი მხოლოდ დაკარგავენ მხარდაჭერას, შესაბამისად, მათი მხარდამჭერების რაოდენობაც იკლებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები