რომელი უბნებია თბილისში ყველაზე საშიში გაზის კუსტარული დანადგარების მოხმარების და ჩახსნის მონაცემებით – „თბილისი ენერჯის“ ინფორმაცია

გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის” წარმომადგენლის, თამარ ღუღუნიშვილის ინფორმაციით, გაზის კუსტარული დანადგარების მოხმარების და ჩახსნის სიმრავლის კუთხით თბილისის ყველაზე საშიში უბნები გამოვლინდა. ამის შესახებ ღუღუნიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

2022 წლის ოქტომბრის თვეში განსაკუთრებით საშიში უბნების სტატისტიკა გამოვლინდა. ეს ეხება ისანს, ჩუღურეთს, მთაწმინდას. ამ კონკრეტულ რაიონებში ჩატარებული გეგმური შემოწმებების შედეგად, კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარები ჩაიხსნა, რომელსაც ,,მკვლელ დანადგარებს,, ვარქმევთ და რომელსაც, საბოლოოდ, ფატალურ შედეგამდე მივყავართ. სტატისტიკურად ყველაზე მაღალი მაჩვენებლი ისეთ ბინებზეა, რომლებიც გაქირავებული ან დაგირავებულია. აღნიშული ფართების მეპატრონეები ამ საკითხს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ, რადგან აქ სიცოცხლის ხაზი გადის. მკაცრად ვიტყოდი, რომ ასეთ შემთხვევაში იმ ადამიანების და კონკრეტულად იმ აგენტების განსაკუთრებული პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებიც ამ ბიზნესში მუშაობენ. ასეთ ბინებში შესვლაც გვიჭირს. როცა ჩვენი თანამშრომლები გეგმური შემოწმების დროს მიდიან, განსაკუთრებით – დღიურად გაქირავებული ბინების შემთხვევაში, იქ შესვლა გვიჭირს, კარს არ აღებენ ან ბინა დაკეტილია. შესაბამისად, ამ მხრივ კონტროლი მოშლილია. შეუძლებელია, ერთსა და იმავე ბინას, მისამართს რამდენჯერმე მიაკითხო, ვინაიდან ეს გეგმურად გაწერილი გრაფიკია“, – განაცხადა ღუღუნიშვილმა.

მისივე თქმით, აბონენტებმა სახლიდან გასვლის შემთხვევაში გაზის ონკანი უნდა გადაკეტონ.

იყავით ყურადღებით, მაქსიმალური კონტროლი გამოიჩინეთ, ჩვენს ცხელ ხაზზე 2 40 40 04-ზე დარეკეთ, ჩვენი ტექნიკური ჯგუფი მოვა და შეამოწმებს, რამდენად სწორადაა დანადგარი დამონტაჟებული, რამდენადაა დაცული ტექნიკური ნორმები.
ასევე მინდა, ვთქვა: როცა სახლიდან გადიხართ, გაზის ონკანი გადაკეტეთ, თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლე დაიცავით. ასევე, ჩვენი მხრიდან სწრაფი რეაგირების ბრიგადა „114“ მუშაობს, თუ გაზის სუნს იგრძნობთ, ამ ნომერზე დარეკეთ, ადგილზე გავჩნდებით და ზომებს მივიღებთ“, – განაცხადა თამარ ღუღუნიშვილმა.

კომპანიის ცნობით, 2022 წლის ოქტომბერში „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა საცხოვრებელი ბინებიდან, დედაქალაქის მასშტაბით 1390 კუსტარული და გაზის მკვლელი დანადგარი ჩახსნეს, საუბარია ღია კამერიან წყლის გამაცხელებლებზე ე.წ. „კალონკებსა“ და სხვა, კუსტარულად დამონტაჟებულ გაზის დანადგარებზე.
ეს ნიშნავს, რომ ასეულობით ოჯახი co-თი ინტოქსიკაციას და და ყველაზე მძიმე შემთხვევაში სიკვდილს გადარჩა.

აქვე ვავრცელებთ თბილისის ყველაზე საშიში უბნების სტატისტიკას გაზის კუსტარული დანადგარების მოხმარების და ჩახსნის მონაცემებით, სადაც პირველ ადგილზეა ისანი- სამგორი- ვაზისუბანი, ამ უბნებში, ჯამურად, „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა 517 კუსტარული დანადგარი ჩახსნეს. მათი დიდი ნაწილი განმეორებით ჩაიხსნა“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები