ნინო ფოჩხუა – მალხაზ მაჩალიკაშვილზე: ეს კაცი ჩვენი ქვეყნის მტერია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩაუვარდეს მომენტი, არც დაფიქრდება, ისე ესვრის ქართველს, სადამდე უნდა ვუსმინოთ ამ არაადამიანს, სანამ მართლა რაღაც უბედურებას არ ჩაიდენს?

“მესმის, შვილმკვდარი მამაა, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ვინ არის ან რას წარმოადგენს ეს არარაობა, რომელიც ბედავს და ასეთ ზიზღს აფრქვევს იმ სუს-ის უფროსზე, სადაც ის და მისი ოჯახი ცხოვრობს,” – ამის შესახებ ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის, მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

ფოჩხუა მაჩალიაკშვილს ქვეყნის მეტრს უწოდებს და ხაზს უსვამს მის განცხადებაში არსებულ მუქარის ნარატივს.

„დავიწყოთ იმით, რომ ამოღებულ იარაღის არსენალთან ერთად, არსებობს ორი ვიდეო ჩანაწერი, საიდანაც მხოლოდ ერთი გამოაჩინა ბრალდებულმა, რომელსაც უგზავნის თავის შემკვეთს, სადაც ეუბნება, რომ იარაღი მზად არის და საიმედო ადგილას არის დამარხული. საინტერესოა რა ჩანაწერია მეორე ვიდეოზე, იმედია უსაფრთხოების სამსახური ამასაც მალე მიაგნებს.
ეხლა დავუბრუნდეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის სტატუსს. მესმის შვილმკვდარი მამაა, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ვინ არის ან რას წარმოადგენს ეს არარაობა, რომელიც ბედავს და ასეთ ზიზღს აფრქვევს იმ სუს-ის უფროსზე, სადაც ის და მისი ოჯახი ცხოვრობს, თან ბედავს ტერორისტი ჩატაევის სპეცოპერაციას სპექტაკლს უწოდებს. ეს კაცი ჩვენი ქვეყნის მტერია, დარწმუნებული ვარ, რომ ჩაუვარდეს მომენტი, არც დაფიქრდება, ისე ესვრის ქართველს, ამ სტატუსშიც ხომ იმუქრება, სადამდე უნდა ვუსმინოთ ამ არაადამიანს, სანამ მართლა რაღაც უბედურებას არ ჩაიდენს?“- წერს ნინო ფოჩხუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები