აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელმა და “ჰამასმა” ღაზას სექტორში სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმებას მიაღწიეს,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
როგორც ცნობილია, შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელელი მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას, ისრაელის ძალების გაყვანას და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას.
შეთანხმების შემდეგ ეტაპზე, ისრაელის მთავრობა შეიკრიბება და ოფიციალურად დაამტკიცებს დოკუმენტს, რის შემდეგაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში შევა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, მიღწეული შეთანხმება „დიდ დღედ“ შეაფასა.
“დიადი დღე ისრაელისთვის. მე დავარწმუნებ მთავრობას დაამტკიცოს შეთანხმება, რათა ყველა ჩვენი მძევალი სახლში დაბრუნდეს. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას და მოიტანს სიმშვიდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის”,- განაცხადა პრემიერმა.