საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და აზერბაიჯანის კიბერუსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა, ლუკა მგელაძემ აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლებს ბიუროს სტრუქტურისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მან სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ელშან როვშან ჰასანოვმა სამსახურის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

მხარეები კიბერუსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას, სადაც ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის იუნკერებს შეხვდნენ. დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ შინდისის მემორიალთანაც, სადაც მათ გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

კიბერუსაფრთხოების ბიურომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში, მესამედ უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები