დავით სერგეენკო ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

   შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო რეცეპტის ინსტიტუტის აღდგენასთან დაკავშირებით პირველადი ჯანდაცვის, სამედიცინო და ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს მედიკამენტის რეცეპტით გაცემის წესი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს თვითმკურნალობის შედეგად გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. აღსანიშნავია, რომ თემის ირგვლივ როგორც სამედიცინო, ასევე ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებისგან ცალსახად დადებითი პოზიცია დაფიქსირდა. დავით სერგეენკომ გამოთქვა სრული მზადყოფნა თანამშრომლობისთვის, რათა რეფორმა წარმატებით განხორციელდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები