თბილისის ზღვაზე 12 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა

  თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე აცხადებს, იყო საფრთხე, რომ თემქაზე ე.წ. არაშენდას მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი დასახლებულ პუნქტზე გადასულიყო. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მისივე ინფორმაციით, დამწვარია 12 ჰექტარი ტყის მასივი. სულ გამოძახებული იყო 12 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ადგილზე იმყოფებოდა გამგებელი ზაზა გაბუნია. მისი ინფორმაცით, ხანძარი, სავარაუდოდ, დაუდევრობამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები