მარი აბრამიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

15 ნოემბერს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში პოეტ მარი აბრამიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, საიუბილეო საღამოზე გამოიფინება პოეტის წიგნები, რამდენი ხელნაწერი და პირადი ნივთი, რომელიც გამოფენის შემდეგ მწერალთა სახლის რეპრესირებული მწერლების მუზეუმში დაიდებს ბინას.
საღამოზე გამომცემლობა „ინტელექტი“ წარადგენს მარი აბრამიშვილის ახლად გამოცემულ სატრფიალო ლირიკას – „შენი სახელი შემრჩა ბაგეზე“.
მარი აბრამიშვილი 1945 წლის მარტში რამდენიმე ახალგაზრდა პოეტთან ერთად დაააპატიმრეს და შინსახკომის ციხეში ჩასვეს 1 წლით.
იგი ლირიკული და პატრიოტული ლექსების გამო დასაჯეს. გარდა ამისა, დაპატიმრების მიზეზი ხელნაწერი ჟურნალი „ანათემა“ გახდა, რომელიც პეტრე გრუზინსკის ინიციატივით დაარსდა და სახელი კი სწორედ მარი აბრამიშვილმა შეურჩია.
მარი აბრამიშვილს დახურულმა სასამართლომ 6 წლით ვიატკაში გადასახლება მიუსაჯა.
როგორც პოეტი თავადვე იგონებდა, გადასახლებიდან დაბრუნებული კვლავ დევნილობაში გრძნობდა თავს, მაგრამ ისევ პოეზიაში პოულობდა ხსნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები